სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის ოქტომბერში წინა თვესთან (სექტემბერთან) შედარებით 1.5%-ით გაიზარდა, ხოლო 2017 წლის ოქტომბერთან შედარებით 5.9%-ით არის გაზრდილი.
2018 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ფასები 1.5%-ით გაიზარდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც ინდექსის საერთო მაჩვენებელი 1.2% პუნქტით გაზარდა. მათ შორის, კვების პროდუქტების, სასმელების წარმოება 1.9%-ით გაძვირდა, რეზინისა და პლასტმასის ნაწარმის წარმოება კი 4.4%-ით.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება 5%-ით გაძვირდა. ფასების ზრდა დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (4.7%), ასევე ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (8%), რეზინისა და პლასტმასის ნაწარმზე (12%). ელექტროენერგიის, წყლის და აირის წარმოება და განაწილება 13%-ით გაძვირდა.
გრაფიკი: წარმოების ფასების ცვლილება გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით: