ოქტომბერში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები 20 პროცენტით გაიზარდა

ოქტომბერში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები 20 პროცენტით გაიზარდა

საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2017 ოქტომბერში, წინა წლის ოქტომბერთან შედარებით, 20%-ით (20.5 მლნ დოლარით) გაიზარდა. ოქტომბერში სულ 123 მლნ დოლარი გადმოირიცხა. საქართველოდან საზღვარგარეთ კი 18.5 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 700 ათასი დოლარით მეტია წინა წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე.

იანვარ-ოქტომბერში ფულადი გზავნილები 185 მლნ დოლარით (19.7%-ით) გაიზარდა და ჯამში 1 119 მლნ დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, საქართველოდან საზღვარგარეთ 169 მლნ დოლარი გადაირიცხა.

საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანწილად ისრაელიდან, რუსეთიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან და თურქეთიდან ჩამორიცხვების ზრდამ განაპირობა. მიმდინარე წლის ოქტომბერში, 2016 წლის ოქტომბერთან შედარებით, ისრაელიდან და რუსეთიდან ჩამორიცხვები 5.4 და 4.6 მლნ დოლარით გაიზარდა,  იტალიიდან 2.5 მლნ დოლარით, საბერძნეთდან და თურქეთიდან შესაბამისად 1.9 და 1.3 მლნ დოლარით გაიზარდა.

ცხრილი: ქვეყნები, საიდანაც ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა, მლნ დოლარი

ქვეყანა

ოქტომბერი, 2016

ოქტომბერი, 2017

ზრდა

ისრაელი

5.6

11.0

5.4

რუსეთის ფედერაცია

34.6

39.3

4.6

იტალია

10.2

12.7

2.5

საბერძნეთი

11.3

13.2

1.9

თურქეთი

8.7

10.1

1.3

წყარო: ეროვნული ბანკი