რომელ ბანკს ჰქონდა ყველაზე მაღალი მოგება პირველ კვარტალში

რომელ ბანკს ჰქონდა ყველაზე მაღალი მოგება პირველ კვარტალში

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ბანკების მოგება-ზარალის უწყისებიდან ირკვევა, რომ პირველ კვარტალში ყველაზე მეტი წმინდა მოგება  – 107.7 მლნ ლარი „თიბისი ბანკს“ ჰქონდა, რომელიც 62%-ით მეტია 2017 წლის პირველი კვარტლის მოგებაზე. მეორე ადგილზე „საქართველოს ბანკია“ 74.8 მლნ ლარით, რაც 37%-ით ნაკლებია წინა წლის პირველი კვარტლის მოგებაზე. მესამეზე „ლიბერთი ბანკია“ 15 მლნ ლარის მოგებით.

წმინდა მოგების ზრდის ტემპით პირველ ადგილზეა „სილქ როუდ ბანკი“, რომლის მოგებაც 232%-ით გაიზარდა და 20 ათასი ლარი შეადგინა. 119%-ით შემცირდა „ბანკი ქართუს“ მოგება და -1 მლნ ლარი შეადგინა. ის ერთადერთი ბანკია, რომელმაც პირველი კვარტალი ზარალით დაასრულა.

პირველ კვარტალში ყველა ბანკმა ერთად 234 მლნ ლარის წმინდა მოგება ნახა, რომლის 84% სამ მსხვილ ბანკზე მოდის. 2017 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ბანკების ჯამური მოგება 9%-ით არის შემცირებული.

 

ბანკის დასახელება

2017 წლის პირველი კვარტლის მოგება,        მლნ ლარებში

მოგების ცვლილება 2017 წლის პირველ კვარტალთან შედარებით

1

თიბისი ბანკი

107.7

62%

2

საქართველოს ბანკი

74.8

-37%

4

ლიბერთი ბანკი

15.0

54%

3

ვითიბი ბანკი ჯორჯია

9.1

-11%

5

პროკრედიტ ბანკი

8.1

141%

6

ბაზისბანკი

7.2

-10%

7

ტერაბანკი

6.2

14%

8

ხალიკ ბანკი

3.4

-11%

9

აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი

0.9

-47%

11

პაშა ბანკი

0.9

-39%

12

კრედო ბანკი

0.9

-46%

10

ზირაათ ბანკი

0.6

16%

13

ფინკა ბანკი

0.6

114%

15

სილქ როუდ ბანკი

0.0

232%

14

იშ ბანკი

0.0

93%

16

ბანკი ქართუ

-1.0

-119%

ყველა ბანკი 

234

-9%

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი