რომელი სახელმწიფო უწყებების დაფინანსება იზრდება 2018 წელს

რომელი სახელმწიფო უწყებების დაფინანსება იზრდება 2018 წელს

დღეს ფინანსთა სამინისტრომ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2017 წელთან შედარებით ბიუჯეტის მთლიანი ხარჯები (გადასახდელები) 949 მლნ ლარით იზრდება.

ყველაზე მეტად რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება – 572 მლნ ლარით. ძირითადად საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე დასახარჯი თანხების მოცულობა იზრდება. შემდეგ მოდის ჯანდაცვის სამინისტრო, რომლის დაფინანსება 111 მლნ ლარით იზრდება, ზრდა ძირითადად ჯანდაცვის პროექტების დაფინანსებაზე მოდის. არ იზრდება პენსია და სოციალური დახმარება.

ასევე მნიშვნელოვნად იზრდება განათლების და მეცნიერების სამინისტროს, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსება.

6 მლნ ლარით იზრდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 5 მლნ ლარით. 

მნიშვნელოვნად მცირდება 2 სამინისტროს დაფინანსება – ეკონომიკის და თავდაცვის სამინისტროების.ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტის 116 მლნ ლარით შემცირება, ძირითადად ანაკლიის პორტისთვის მიწების გამოსყიდვის დასრულებითაა განპირობებული. 

ცხრილი: უწყებები, რომელთა დაფინანსება ყველაზე მეტად იცვლება, მლნ ლარებში

უწყებები

2017

2018

სხვაობა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

1258

1830

572

ჯანდაცვის სამინისტრო

3416

3527

111

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

1116

1179

63

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

137

166

29

შინაგან საქმეთა სამინისტრო

585

605

20

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

100

117

17

იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

85

96

11

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

258

266

8

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

36

43

7

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

60.5

67

6.5

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო

139

145

6

საზოგადოებრივი მაუწყებელი

46

52

6

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

118

123

5

თავდაცვის სამინისტრო

748

702

-46

ეკონომიკის სამინისტრო

370

254

-116