საქსტატის ინფორმაციით, 2014-2015 სასწავლო წლისათვის უცხოეთში უმაღლესი განათლების მისაღებად საქართველოდან 434 სტუდენტი წავიდა, ხოლო საქართველოში სასწავლებლად 4780 უცხოელი სტუდენტი ჩამოვიდა.
აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი სტუდენტი – 92 გერმანიაში წავიდა სასწავლებლად, მეორე ადგილზეა პოლონეთი 52 სტუდენტით, მესამეზე ესტონეთი 31 სტუდენტით.
2014-2015 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ უცხოელ სტუდენტთა შორის ყველაზე მეტი სტუდენტი – 1372 აზერბაიჯანელია, მეორე ადგილზეა ინდოეთი 1104 სტუდენტით, მესამეზე ერაყი 657 სტუდენტით.
ქვეყანა | 2014-2015 სასწავლო წელს საზღვარგარეთ სასწავლებლად წასული სტუდენტების რაოდენობა |
| გერმანია | 92 |
| პოლონეთი | 52 |
ესტონეთი | 31 |
თურქეთი | 28 |
| ლიტვა | 26 |
| ლატვია | 22 |
| ესპანეთი | 16 |
| იტალია | 15 |
რუმინეთი | 14 |
პორტუგალია | 13 |
ქვეყანა | უცხოელი სტუდენტების რაოდენობა |
| აზერბაიჯანი | 1372 |
| ინდოეთი | 1104 |
| ერაყი | 657 |
| თურქეთი | 492 |
| ნიგერი | 335 |
| შრი-ლანკა | 219 |
| რუსეთი | 157 |
| ნიგერია | 143 |
| ირანი | 39 |
| აშშ | 25 |
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".















