საქართველოს ეკონომიკის ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი მშენებლობას შეაქვს

საქართველოს ეკონომიკის ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი მშენებლობას შეაქვს

2016 წლის პირველ კვარტალში, 2015 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა (რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი – მშპ) 2.6%-ით გაიზარდა. ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამთომომპოვებით მრეწველობაში (29%) და მშენებლობაში (25.7%) დაფიქსირდა. ტრანსპორტის და ელექტროენერგიის წარმოება-განაწილების სექტორები კი შემცირდა შესაბამისად 1.1 და 3.1%-ით.

საბოლოოდ, რომელი სექტორი რა წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში, ეს ზრდის ტემპთან ერთად, თავად ამ სექტორის სიდიდეზეა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, ყველაზე დიდი წვლილი 2.6%-იან ეკონომიკურ ზრდაში შეიტანა მშენებლობამ (1.55 % წილი). ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ სექტორში დაფიქსირებული ზრდის გარეშე, ქვეყნის ეკონომიკა დაახლებით 1%-ით გაიზრდებოდა, ნაცვლად 2.6%-ისა. მშენებლობის შემდეგ ყველაზე მაღალი წილი მოდის უძრავი ქონებით ოპერაციებზე (0.5% წილი). მესამე ადგილზეა საფინანსო საქმიანობა 0.34% წილით.

ცხრილი – საქართველოს ეკონომიკის ზრდა სექტორების მიხედვით, 2016 წლის I კვარტალი: