საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის ბოლოს საქართველოში 875 ლომბარდი ფუნქციონირებდა. ლომბარდებს 406 მლნ ლარის სესხი აქვთ გაცემული, საიდანაც 64.7% ლარში, ხოლო 35.3% უცხოურ ვალუტაშია.
2017 წლის განმავლობაში მსესხებელთა (კლიენტთა) რაოდენობა 609 ათასი ერთეულით განისაზღვრა, საიდანაც 607 ათასი მსესხებელი ფიზიკური პირია.
ლომბარდების მიერ გაცემული სესხების საშუალოწლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 45.4% შეადგინა. ლარში გაცემულ სესხებზე წლიური პროცენტი 46.2%-ია, ხოლო უცხოურ ვალუტაში – 32.7%. სესხის საშუალოწლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 73.4% შიდა ქართლის რეგიონში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი – 29.2% სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში.