საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2018 წლის მე-2 კვარტლის დასაქმების და უმუშევრობის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით აპრილ-ივნისში საქართველოში უმუშევრობის დონე 12.1% იყო. პირველ კვარტალში უმუშევრობა 14% იყო, ანუ მე-2 კვარატლი 1.9% პუნქტით შემცირდა. საქსტატის განმარტებით უმუშევრობის შემცირება ძირითადად სეზონური ფაქტორებით არის განპირობებული.
2018 წლის მე-2 კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 64% შეადგინა. წინა კვარტალთან შედარებით გაზრდილია, როგორც მოსახლეობის აქტიურობის დონე, ისე დასაქმების დონე, შესაბამისად 0.2 და 1.4% პუნქტით. თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულებში 48.7%-ს შეადგენდა, რაც პირველ კვარტალთან შედარებით 1.9% პუნქტით ნაკლებია.
2018 წლის მე-2 კვარტალში პირველ კვარტალთან შედარებით უმუშევრობის დონე სოფელში 0.1% პუნქტით გაიზარდა, ხოლო ქალაქში 3.9% პუნქტით შემცირდა.