ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 70.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 10 მლნ ლარით ნაკლებია გასული წლის სექტემბრის მაჩვენებელზე.
იანვარ-სექტემბერში, ჯამში, კომერციული ბანკების წმინდა მოგება 632 მლნ ლარია, რაც 148 მლნ ლარით (30%-ით) მეტია 2016 წლის იანვარ-სექტემბერში მიღებულ მოგებაზე.
გრაფიკი: კომერციული ბანკების წმინდა მოგება, მლნ ლარებში