შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის სექტემბერში, 2015 წლის სექტემბერთან შედარებით, საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 34%-ით გაიზარდა. 2015 წლის სექტემბერში 227 154 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2016 წლის სექტემბერში 304 814. იანვარ-სექტემბერში კი ტურისტთა რაოდენობის ზრდამ 19.5% შეადგინდა.
ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, სექტემბერში 11%-ით გაიზარდა, იანვარ-სექტემბერში კი, ჯამურად, 8.6%-ით არის გაზრდილი.
სექტემბერში ყველაზე მეტი (130 851) ვიზიტორი აზერბაიჯანიდან შემოვიდა. მეორე ადგილზეა სომხეთი 130 815 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე რუსეთია 119 096 ვიზიტორით.