საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის სექტემბერში, წინა წლის სექტემბერთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა. 2017 წლის მე-3 კვარტალში ზრდამ 4.4% შეადგინა, ხოლო პირველი სამი კვარტლის (იანვარ-სექტემბრის) ეკონომიკური ზრდა 4.7%-ია.
2017 წლისთვის, ჯამში, საქართველოს მთავრობა 4%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.