საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 346.6 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 14.3%-ით ნაკლებია 2016 წლის მეორე კვარტალის მონაცემებზე. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა კი 751 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5.5%-ით ნაკლებია.
2017 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ აზერბაიჯანი (127 მლნ დოლარი), ნიდერლანდები (43 მლნ დოლარი), თურქეთი (39 მლნ დოლარი) და გაერთიანებული სამეფო (31.5 მლნ დოლარი).
ეკონომიკის სექტორების მიხედვით, ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში (130.4 მლნ), მშენებლობაში (70 მლნ დოლარი) და სასტუმროებსა და რესტორნებში (29.3 მლნ დოლარი).
ფრაფიკი: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში, მლნ დოლარი