ნოემბერში კომერციული ბანკების მოგებამ 48 მილიონი ლარი შეადგინა

ნოემბერში კომერციული ბანკების მოგებამ 48 მილიონი ლარი შეადგინა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 48 მლნ ლარი შეადგინა, რაც 13.7 მლნ ლარით მეტია გასული წლის ნოემბრის მაჩვენებელზე.

იანვარ-ნოემბერში, ჯამში, კომერციული ბანკების წმინდა მოგება 717 მლნ ლარია, რაც 150 მლნ ლარით (26.5%-ით) მეტია 2016 წლის იანვარ-ნოემბერში მიღებულ მოგებაზე.

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში ბანკებმა მოგების გადასახადის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 69 მლნ ლარი გადაიხადეს.

გრაფიკი: კომერციული ბანკების წმინდა მოგება, მლნ ლარებში