საქართველოს 15 მილიარდი დოლარის საგარეო ვალი აქვს, აქედან 4.8 მილიარდი დოლარი სახელმწიფო ვალია, ხოლო 10.2 მილიარდი კერძო სექტორის. საგარეო ვალის მომსახურების (გადახდის) გრაფიკს საქართველოს ეროვნული ბანკი კვარტალურად აქვეყნებს. რამოდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული ინფორაციის თანახმად, 30 ივნისთვის ასეთი მდგომარეობა იყო (ცხრილი): 2016 წლის მესამე ვარტალში (ივლისი-სექტემბერი) უნდა გადაგვეხადა 1 053 მილიონი დოლარი, ხოლო მეოთხე კვარტალში (ოქტომბერი-დეკემბერი) 902 მილიონი დოლარი. 2017 წლისათვის კი 3 მილიარდი დოლარის ვალია გადასახდელი.
ცხრილი – 2016 წლის 30 ივნისისათვის არსებული საგარეო ვალის გადახდის გრაფიკი