2015 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით საქართველოს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 3.3 მილიონი დოლარით შემცირდა. 2014 წლის დეკემბრის შემდეგ უცხოური ვალუტის რეზერვები თითქმის ყოველთვიურად მცირდებოდა და ჯამში 233 მილიონი დოლარით შემცირდა. ხოლო 2013 წლის ოქტომბრის ბოლოდან (როდესაც ლარის კურსის გაუფასურების პირველი ნიშნები გამოჩნდა) დღემდე 630 მილიონი დოლარითაა შემცირებული.
სექტემბრის ბოლოს საქართველოს უცხოური ვალუტის ოფიციალურმა რეზერვმა 2 228 მილიონი დოლარი შეადგინა.
გრაფიკი – უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვების ტენდენცია.