საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის თებერვალში, 2017 წლის თებერვალთან შედარებით, საქართველოში შემოსულ ტურისტების რაოდენობა 27.1%-ით გაიზარდა. 2017 წლის თებერვალში 139 918 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2018 წლის იანვარში 177 845.
ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, თებერვალში 19.8%-ით გაიზარდა და ჯამში 440 806 ვიზიტორი შემოვიდა.
ორი თვის ჯამში, იანვარ-თებერვალში ტურისტების რაოდენობა 25%-ით, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 17.2%-ით გაიზარდა.
თებერვალში ყველაზე მეტი (103 981) ვიზიტორი აზერბაიჯანიდან შემოვიდა. მეორე ადგილზეა სომხეთი 102 707 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე თურქეთია 92 234 ვიზიტორით.
ცხრილი: 10 ქვეყანა, საიდანაც თებერვალში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა
ქვეყანა | 2018 თებერვალი | ზრდა% |
აზერბაიჯანი | 103,981 | -2% |
სომხეთი | 102,707 | 27% |
თურქეთი | 92,234 | 28% |
რუსეთი | 70,430 | 24% |
ირანი | 16,696 | 131% |
უკრაინა | 10,302 | 3% |
ინდოეთი | 3,929 | 37% |
ფილიპინები | 3,064 | 35% |
ისრაელი | 2,765 | 73% |
ყაზახეთი | 2,292 | 25% |
წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია