ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 56.3 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო იანვარ-აგვისტოში, ჯამში, კომერციული ბანკების წმინდა მოგება 403.6 მლნ ლარია, რაც გასული წლის იანვარ-აგვისტოს მაჩვენებელზე 38%-ით (112 მლნ ლარით) მეტია. გასული წლის აგვისტოში ბანკების მოგებამ 9.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 83%-ით ნაკლებია.
გრაფიკი – კომერციული ბანკების წმინდა მოგება, მლნ ლარებში: