ბიუჯეტის საინვესტიციო კრედიტების და კაპიტალური ხარჯების გეგმაში ისევ ჩამორჩენაა

ბიუჯეტის საინვესტიციო კრედიტების და კაპიტალური ხარჯების გეგმაში ისევ ჩამორჩენაა

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის შემოსულობების გეგმა 100.2%-ით შესრულდა. მათ შორის, გადასახადების გეგმა 102.2%-ით შესრულდა. გეგმის გადაჭარბებით შესრულებას ლარის გაუფასურებამ და ინფლაციის დონის ამაღლებამ შეუწყო ხელი. ლარის გაუფასურებამ ინფლაციის ტემპი აამაღლა. საქსტატის ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოსთვის წლიურმა ინფლაციამ 5.2% შეადგინა. ვინაიდან ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ნომინალური მშპ-ის ზრდის (ნომინალური ზრდა ნიშნავს რეალური ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის მაჩვენებლის ჯამს) მიხედვით არის დაგეგმილი, საქონელსა და მომსახურებაზე ფასების მატება ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებს ზრდის.

მნიშვნელოვანი ჩამორჩენაა საინვესტიციო შეღავათიანი კრედიტების მოზიდვაში, რომლის გეგმაც 79 %-ით შესრულდა.

ბიუჯეტის 9 თვის გადასახდელების (ხარჯებს დამატებული ვალის მომსახურება) გეგმა 96%-ით შესრულდა. ყველაზე მეტი ჩამორჩენა არაფინანსური აქტივების ზრდაშია (კაპიტალურ ხარჯებში), რომლის გეგმაც 76.1%-ით შესრულდა.

ბიუჯეტის მუხლები (მლნ ლარებში)

9 თვის გეგმა

9 თვის შესრულება

შესრულება გეგმის მიმართ

შემოსულობები

7243

7261

100.2%

შემოსავლები

5847

6026

103.1%

გადასახადები

5485

5603

102.2%

გრანტები

159

197

123.5%

სხვა შემოსავლები

203

226

111.3%

არაფინანსური აქტივების კლება

177

213

120.3%

ფინანსური აქტივების კლება

51

49

95.8%

ვალდებულებებისზრდა

1169

974

83.3%

საშინაო ვალდებულებების ზრდა

400

330

82.6%

საგარეო ვალდებულებების ზრდა

769

644

83.7%

საინვესტიციო შეღავათიანი კრედიტები

443

350

79.0%

ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები

326

294

90.1%

გადასახდელები

7208

6912

95.9%

არაფინანსური აქტივების ზრდა

548

417

76,1%