დღეს, 18 მაისს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.1632 შეადგინა. 17 მარტიდან დღემდე სებ-მა ჯამში 135 მილიონი დოლარი შეისყიდა. ეროვნული ბანკი აშშ დოლარს ლარის გამყარების სწრაფი ტემპის შენელების მიზნით ყიდულობს, თუმცა დღეს ლარის ოფიციალური კურსი 0.0250 პუნქტით გამყარდა და 2.1628 შეადგინდა. ევროს მიმართ კი ლარი 0.0411 პუნქტით გამყარდა და ოფიციალური კურსით, 1 ევრო 2.4377 ლარი ღირს.
სხვა სიახლეები
- მსგავსი
- ავტორის სხვა სტატიები