საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ხელფასმა 974 ლარი შეადგინა. 2015 წლის მეორე კვარტალთან შედარებით საშუალო ხელფასი 4.3%-ით არის გაზრდილი.
2016 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი დაფიქსირდა საფინანსო სექტორში – 1965 ლარი. მეორე ადგილზეა მშენებლობა – 1399 ლარით, ხოლო მესამეზე სახელმწიფო მმართველობაა – 1378 ლარით. ყველაზე დაბალი ხელფასი კი სოფლის მეურნეობაშია – თვეში 531 ლარი, შემდეგ მოდის განათლების სფერო – თვეში საშუალოდ 544 ლარი. 2015 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, საშუალო თვიური ხელფასი ყველაზე მეტად ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილებაში გაიზარდა – 144 ლარით, 71 ლარით შემცირდა უძრავი ქონებით ოპერაციებში დასაქმებულთა ხელფასი.
ცხრილი – საშუალო თვიური ხელფასი 2016 წლის მეორე კვარტალში (ლარებში)