სახელმწიფო ხაზინის ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში (იანვარ-ივნისში) საქართველოს ნაერთ ბიუჯეტში, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტს და ადგილობრივი ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებს მოიცავს, პრივატიზაციის შედეგად 107 მილიონი ლარი შევიდა. აქედან, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალმა 63 მილიონი ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტების შემოსავალმა 44 მილიონი ლარი შეადგინა. სახელმწიფო ბიუჯეტში პრივატიზაციიდაან შემოსავალი ძირითადად შენობებისა და ნაგებობების გაყიდვიდან შევიდა, ხოლო ადგილობრივ ბიუჯეტებში მიწის გაყიდვიდან.
სახელმწიფო ბიუჯეტში პრივატიზაციიდან მისაღები თანხების გეგმა 229%-ით შესრულდა, ხოლო 2017 წლის პირველ ნახევართან შედარებით, პრივატიზაციიდან შემოსავალი 25 მილიონი ლარით არის გაზრდილი (ნაერთ ბიუჯეტში).
ცხრილი: სახელმწიფოს შემოსავალი არაფინანსური აქტივების გაყიდვიდან (პრივატიზაციიდან)
(მილიონ ლარებში) | სახელმწიფო ბიუჯეტში | ადგილობრივი ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტი | ჯამი |
სულ | 63 | 44 | 107 |
ძირითადი აქტივების გაყიდვიდან | 59.5 | 9.4 | 69.2 |
მათ შორის: შენობებისა და ნაგებობების გაყიდვიდან | 59.5 | 8.5 | 68 |
მიწის გაყიდვიდან | 3.8 | 34.5 | 38.3 |