სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის სექტემბერში, წინა წლის სექტემბერთან შედარებით, საქართველოს ექსპორტი 8%-ით გაიზარდა. ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 24%-ით (14 მლნ დოლარით) გაიზარდა და 72 მლნ დოლარი შეადგინა. დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტი 8% (6 მლნ დოლარით) შემცირდა.
სექტემბერში, 2015 წლის სექტემბერთან შედარებით, ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ჩინეთის (12 მლნ დოლარი), ბულგარეთის (10 მლნ დოლარი), რუმინეთის (5 მლნ დოლარი), გერმანიის (4 მლნ დოლარი) და ერაყის (3.7 მლნ დოლარი) მიმართულებით. ხოლო, ექსპორტი ყველაზე მეტად შემცირდა პოლონეთში (3.7 მლნ დოლარი), აზერბაიჯანში (7 მლნ დოლარი), კანადაში (6 მლნ დოლარი), აშშ-ში (5 მლნ დოლარი) და თურქეთში (4.5 მლნ დოლარი).
იანვარ-სექტემბერში, ჯამში საქართველოს ექსპორტი 133 მლნ დოლარით (8%-ით) შემცირდა. ევროკავშირის მიმართულებით შემცირება 80 მლნ დოლარია, ხოლო დსთ-ს მიმართულებით 137 მლნ დოლარი. დანარჩენი ქვეყნების მიმართულებით (ძირითადად ჩინეთის და შვეიცარიის) ზრდაა 84 მლნ დოლარი.